აფხაზეთის ა/რ რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლების მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისათვის“, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს, განცხადებას ავრცელებს.


განცხადებაში ნათქვამია, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს განმავლობაში სოციალური სოლიდარობის ფონდში დეპუტატებმა და აპარატის თანამშრომლებმა საკუთარი ხელფასებიდან 49900 ლარი გადარიცხეს. საჩუქრები საკვები პროდუქტების სახით გადავეცით ათასზე მეტ დევნილ ოჯახს თბილისში, ლაგოდეხში, გურჯაანში, აბაშაში, სენაკში, ზუგდიდში, ჭკადუაშსა და ჩხოროწყუში. ახალი სასწავლო წლის მოახლოებასთან დაკავშირებით ფონდის სახსრებით შეძენილი სასკოლო ნივთები გადაეცა მოსწავლეებს მრავალშვილიანი დევნილი ოჯახებიდან თბილისში, გორში, ხაშურსა და ბორჯომში, ასევე დისტანციური სწავლების პროცესში ჩართულ წარმატებულ ბავშვებს ოკუპირებული ტერიტორიიდან. მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის გათვალისწინებით, ა(ა)იპ „სოციალური სოლიდარობისათვის“ დროებით აჩერებს თავის საქმიანობას, რომელიც ნოემბერ-დეკემბრიდან კვლავ განახლდება.












Comments

Popular posts from this blog

რა დოკუმენტები იპოვეს ამბოხებულებმა ბჟანიას მაგიდაზე – ჯემალ გამახარია ,,მედიაცენტრ მთავარში”

თამაზ ხუბუა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ მეორე ვადით აირჩიეს