უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და სესიის სხდომები გაიმართა

1 7 იანვა რს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა , რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა . სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ლაშა ქარდავა, აფხაზეთის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ძიგუა, მინისტრის პირველი მოადგილე თემურ გასვიანი. „ნორმატიული აქტების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ინფორმაცია წარმოადგინეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ძიგუამ და უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. თანამომხსენებლებმა განმარტეს, რომ ზემოაღნიშნული ცვლილება შეეხება სამინისტროების მიერ მომზადებულ ნორმატიულ აქტებს, რომლებიც იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროს აპარატში შესაბამისი სამართლებრივი ექსპერტიზის გავლის შემდეგ, გამოქვეყნდება საკანონმდებლო მაცნეში. აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წ...